სასწავლო პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:,,ჩემი სოფელი.“
2.პროექტის მთავარი თემა-მოსწავლეებმა კარგად გაიცნონ
თავიანთი სოფელი, დაათვალიერონ
უბნები, სადაც იზრდებიან ისინი და უნდა
დამკვიდრდნენ.
3. პროექტის აქტივობა:
ფიქსირდება სოფლიდან
ქალაქში საცხოვრებლად წასვლის ფაქტები. ბავშვებს თავიდანვე ჩავუნერგოთ სოფლისადმი სიყვარული და საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობა - გააკეთონ ის რის გაკეთებაც
მათ შეუძლიათ სოფლის განვითარების საქმეში.
4. პროქტის მიზნები:ა) სოფლის უკეთ
გაცნობა.
ბ)შეხვედრა ავტორიტეტ
ადამიანებთან და მათთან დიალოგი.
გ)კედლის გაზეთის
გამოშვება სათაურით:,,მიყვარს და არ დავტოვებ სოფელს“.
დ)გამოფენის მოწყობა:
,,ჩემი სოფელი“
5.მონაწილეთა
ასაკი:8-9 წელი.
6. ვადების ხანგრძლივობა: 3 დღე.
7.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:ფორმატის
ფურცლები, ფერადი ფანქრები, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.
8.მოსალოდნელი
შედეგები:
ბავშვები უკეთ გაეცნობიან
სოფელს, კლასში მოაწყობენ გამოფენას, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
პროექტის მსვლელობა:
ძირითადი აქტივობები:
I დღეს მოსწავლეთა შეკრება და პროექტის თემის და მიზნების გაცნობა.
საჭირო რესურსების სიის შედგენა და მეორე დღისათვის დავალებების განაწილება.
სოფლის დაყოფა კუთხეებად,
მაგალითად:,,ქვათირი“, ,,მაჩაქი,“ ,,ქინძალაური“და ეგრეთ წოდებული ,,სოფლის ცენტრი“.
დავალება:
ა)დაკვირვება ცალკეულ
კუთხეზე:მდებარეობა, სახელწოდების არსი, მცენარეები და ადამიანთა შრომითი საქმიანობა.
ბ)გავიმეოროთ სახელძღვანელოში
მოცემული ქიტიაშვილის ლექსი ,,ჩემი სოფელი“ და ბერიაშილის: ,,ფეფოს სოფელი“
II დღე.
სახელმძღავანელოში
მოთავსებული მასალების დაკავშირება ჩვენს სოფელთან(ამაღლება).
სახელწოდების
გაცნობა:რატომ დაერქვა სოფელს
,,ამაღლება.“
1.სოფელი მდებარეობს
ამაღლებულ ადგილას.
2.სახელწოდება უკავშირდება
რელიგიურ დღესასწაულს ,,ამაღლება“.
განვიხილეთ კუთხეებიდან
მოტანილი ბავშვთა ჩანაწერები:სოფელში დახლოებით 250-ზე მეტი კომლი ცხოვრობს, 25-ზე
მეტი სხვადასხვა ჯიშის მცენარეა. სოფლის ყველაზე უხუცესი ადამიანია: შუშანა დოლიძე,
იგი 98 წლისაა. შევხვდით მას და მოუსმინეთ, რომელმაც მოგვითხრო სოფლის წარსული და გულისტკივილით
აღნიშნა: ბევრი ეზო, სახლ-კარი გამოკეტილია, მიტოვებულია, სოფელში სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობდა, ბევრი მოიჭრა,
ბევრიც გახმა, დარგვა კი ნაკლებად მიმიდინარეობს. გავაკეთეთ ჩანაწერები, გადავიღეთ
სურათები.
III დღე.
ვიმსჯელეთ სახელმძღანელოში
მოთავსებული მოსწავლეთა მიერ გადაღებული სურათების შესახებ,მოვაწყვეთ გამოფენა და გამოვუშვით
კედლის გაზეთი.
შედეგი:
1.
ბავშვებმა შეისწავლეს სოფლის ისტორია.
2.
შეხვდნენ
უხუცეს ადამიანებს.
3.
მოაწყვეს
გამოფენა:,,ჩემი სოფელი.“
4.
გამოუშვეს
გაზეთი:,,მიყვარხარ და არ მიგატოვებ ჩემო ამაღლებავ“.
5.
მიიღეს
გადაწყვეტილება ყოვეწლიურად დარგონ თითო ძირი სხვადასხვა ჯიშის ნერგი.
6.
შევადგინეთ
პროექტის შემაჯამებელი შეფასების სქემა.
7.
პროექტის
ხელმძღვანელი:ლამარა სიხარულიძე.
8.
პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა:lamarasixarulidze@gmail.com